მონაწილება

საქველმოქმედო ორგანიზაციაში «ვეხმარებით საქართველოს»

თქვენ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ 2.50 ევროდ დაეხმაროთ ყოველდღიური კერძით სოციალურად დაუცველ ადამიანებს საქართველოში. ეს თვეში 75 ევროს შეადგენს.

ამჟამად მომსახურებას ვთავაზობთ ორმოცდაათამდე სოციალურად დაუცველ ადამიანს სამი თვის განმავლობაში. მათ შორის იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეუწყდათ ყოველდღიური კვება უფასო სასადილოებში.

თქვენ შეგიძლიათ შესწიროთ ნებისმიერი ოდენობის თანხა, რის საშუალებითაც შევძლებთ ჩვენ ჩვენი პროექტის გაფართოებას. სავარაუდოდ მოგვიწევს ამ პროექტზე უფრო დიდხანს მუშაობა, თუ კორონა ვირუსისგან გამოწვეული შეზღუდვები არ გაუქმდება.  მადლობელი ვიქნებით თქვენს მიერ ნებისმიერი მცირედი შემოწირულობისთვის. აქტუალური კრიზისის დასრულების შემდეგაც აუცილებლად გააგრძელებს ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია მუშაობას.

ასე რომ, თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ჩვენი სოციალური ვალდებულებების მხარდაჭერისთვის როგორც ახლა, ისე მომავალში, მოხარული ვიქნებით.

გერმანიაში, ქ. ეპელჰაიმში არსებული ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მრევლი, რომელიც წლებია რაც საქართველოში არსებულ ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას უწევს მხარდაჭერას, თანახმაა შემოსწიროს ჩვენს ორგანიზაციას თანხა, რისთვისაც ისინი მიიღებენ ჩვენგან ყოველი შემოწირულობისთვის ქვითარს.

ანგარიშის ნომერია:

IBAN: DE17 6725 0020 0001 5113 51, BIC: SOLADES1HDB (Sparkasse Heidelberg), Stichwort: Hilfe für Georgien.

საბანკო მონაცემები საქართველოში:

JSC TBC Bank, თბილისი, საქართველო
IBAN: GE75TB7454336180100004,

მიმღები: ვეხმარებით საქართველოს

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: info@georgian-aid.com